ზელენსკის განცხადებას განსაკუთრებული ფასი არ აქვს, სანდუმ თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს მიხედოს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ამჯერად, ირაკლი კობახიძემ ზელენსკის და არც მაია სანდუს განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებს მათთვის "განსაკუთრებული ფასი არ აქვს"
საუბარია, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების განცხადებაზე, სადაც პირველი პირები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ.
თვითონ სანდუს ჰყავს, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს.
რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, მისი ხელისუფლება სააკაშვილის გამოგზავნაში პირდაპირ იყო ჩართული, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს" - ამბობს კობახიძე.