სააკაშვილის მხრიდან სიმულაცია გამორიცხულია - ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

22.12.22 15:29
სააკაშვილის მხრიდან სიმულაცია გამორიცხულია - ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას გამორიცხავს. ერიკ დევიდ გოლდსმიტი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი საერთაშორისო ექსპერტებმა გამოიკვლიეს და ყველა დასკვნა იდენტურია. აღნიშნული განცხადება გოლდსმიტმა მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

მოსამართლე გიორგი არევაძე დაინტერესდა, გამორიცხავს თუ არა ფსიქიატრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სპეკულაციას. გოლდსმიტმა პირდაპირ თქვა, რომ სახეზეა მეხსიერების დაქვეითება და დაკარგვა, ეს კი მისი ნებით არ ხდება. 

ტესტებით დგინდება ის თავისი მდგომარეობის გაზვიადებას ახდენს თუ სიმულირებს. მიხეილ სააკაშვილმა მრავალმა ექსპერტმა გამოიკვლია და ყველა ერთი და იმავე დასკვნამდე მივედით - რომ მას აქვს მეხსიერების დაქვეითება - თქვა ექსპერტმა

მედიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა სწრაფად პროგრესირებადი დემენცია. მისი თქმით, მძიმე მეტალებით მოწამლვამ გამოიწვია მეხსიერების ჩავარდნა, დააზიანა ტვინი და სხეულის ფუქციები.

დემენცია გამოვლინდა მკვეთრი შესუსტებით, დაქვეითებით მეხსიერების, ასევე ენასთან დაკავშირებული და კოგნიტური პრობლემებით. მისი კოგნიტური ფუნქციები მკვეთრად დაქვეითდა, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ციხეში იმყოფება"- განმარტა ამერიკელმა ფსიქიატრმა. 

ერიკ დევიდ გოლდსმიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა იყოს გადაყვანილი: 

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა იყოს გამოყვანილი. ყოველი შემდეგი დღე, რომელსაც ის ციხეში ატარებს, ნიშნავს ამ ტრავმებთან შეხებას და ახდენს პროგრესირებას უკვე არსებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა.

მას შემდეგ, რაც ის ციხიდან იქნება გაყვანილი, უნდა იქნას გადაყვანილი დასავლეთში, შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებით. ასევე მას დასჭირდება არასამედიცინო მეთოდები პოსსტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის, როგორიცაა ფსიქოთერაპია" - თქვა ექსპერტმა