სააკაშვილი მსახიობობს - მდინარაძე

22.12.22 16:00
სააკაშვილი მსახიობობს - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მსახიობობს.

თქვენც გჯერათ რომ ისე მძიმედაა სააკაშვილი რომ წვერის გაპარსვა და თმის გვერდზე გადავარცხნა არ შეუძლია?! ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. დღევანდელი და წინა კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ გამიჩნდა ეს რწმენდა და მჯერა იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს და კადრულობს, მსახიობობს. სიმულაციას ვეძახი რას, როდესაც თვეების განმავლობაში მალავ რომ კუჭის რეზექცია გაქვს გაკეთებული საქართველოში წამოსვლამდე ერთი თვით ადრე გეგმა „ბე“-სთვის. ასევე ვეძახი იმას, რომ 4 ოქტომბერს სამი ტელევიზია დერეფნებში დამდევდა და ამბობდა, რომ კვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ დროს თურმე, თქვენი პრეზიდენტი ბოთლებს ესროდა თავში მედპერსონალს. ამას ვეძახი მე სიმულაციას. სააკაშვილი მსახიობობს",  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.