საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

23.12.22 01:06
საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

დღეს საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, გენერატორები ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეიძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“.

ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა"- წერია ფიციალურ ინფორმაციაში.