პოლიტპატიმარი სააკაშვილი ჩვენს თვალწინ კვდება, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას - ბილ ბროუდერი

23.12.22 01:15
პოლიტპატიმარი სააკაშვილი ჩვენს თვალწინ კვდება, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას - ბილ ბროუდერი

მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ბროუდერის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ევროპაში სასწარაფო მკურნალობა სჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება.

"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება", - წერს ის. 

"ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება" - აცხადებს ბილ ბროუდერი.