დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა - როგორია მოშიმშილე დეპუტატის მდგომარეობა
შიმშილობის მე-9 დღეს დავით კირკიტაძე შეუძლოთ გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, რის გამოც კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მოშიმშილეე დეპუტატი მკურნალობას მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკაში მედიკოსების 24 საათიანი ზედამხედველობით აგრძელებს. "პირველების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მოშიმშილე დეპუტატს, საააკშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობას აგრძელებენ.
შიმშილობას ვაგრძელებ და გავაგრძელებ მანამ, სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს ამის საშუალებას, - თქვა ანი წითლიძემ.