ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის საშუალება, რომ რუსეთი დაისაჯოს - ელენე ხოშტარია
ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე სამართლის, სამხედრო და საერთაშორისო საკითხების ექსპერტებს ხვდებიან, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება.
მთავარი საკითხი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რითიც დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველოს ომი არ დაუწყია და ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ.
,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საუკეთესო საშუალება რუსეთისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიური სანქციების დასაკისრებლად.
უკრაინის ომი და ჰააგის გადაწყვეტილება, შესაბამისად ის სიმართლე, რომ საქართველო იყო მსხვერპლი და სააკაშვილმა დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა, არ გაიქცა ქვეყნიდან, იბრძოლა, მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება და საქართველო არის მსხვერპლი რუსეთის აგრესიის, - ეს ყველაფერი ახალ შესაძლებლობებს იძლევა რეპარაციის კუთხით.
საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა არსებობს, რომ ამის გამო რუსეთი დაისაჯოს. - აცხადებს ელენე ხოშტარია.
პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის კონპენსაცია უნდა მოსთხოვოს იმ ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაც რუსულმა აგრესიამ სამუდამოდ შეცვალა. ამიტომ შეხვედრაზე ელოდებიან დევნილ მოსახლეობასაც.