ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი პოლიტიკაში წავიდა - ვინ დაიკავებს ზაზა დიასამიძის ადგილს

30.04.21 10:07
ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი პოლიტიკაში წავიდა - ვინ დაიკავებს ზაზა დიასამიძის ადგილს


გომელაურის უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებებია. ტვ პირველისთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა ზაზა დიასამიძემ, რომელიც ამ პოსტს ბოლო 4 წლის განმავლობაში იკავებდა.

დიასამიძემ ძალოვანი უწყებიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა. ის, გუშინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობას. ჩვენი წყაროს თქმით, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა ამ პოსტზე სამეგრელოდან გადმოყვანილი ახლო გარემოცვის წევრის დანიშვნას გეგმავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აჭარაში, პოლიციის მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკაში წასვლის გამო თანამდებობა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კოტე ანანიაშვილმაც დატოვა.

მსგავსი სიახლეები