რა რეაქცია ჰქონდა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას - რას პასუხობს პრეზიდენტი "პირველებს"
რა რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას.
"პირველების" ჯგუფმა დღეს სალომე ზურაბიშვილს ეს კითხვა დაუსვა, თუმცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კვლავ დუმილის რეჟიმშია.
მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა და საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა დაუძლურებული მესამე პრეზიდენტი.