პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოგვიკვდეს, ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება - ხიდაშელი

23.12.22 11:26
პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოგვიკვდეს, ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება - ხიდაშელი

"ოცნების" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩნოსანი თინა ხიდაშელი პრიდაპრ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ივანიშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლია. 

ხიდაშელის თქმით, არც ერთი კონკრეტული საქმის გამო ქვეყანა და მისი მომავლის პერსპექტივა არ უნდა დაზიანდეს და არ უნდა დავუშვათ, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში მოგვიკვდეს, რადგან ეს ქვეყნის იმიჯს მნიშნეკოვნად დააზიაანებს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათ შორის, სასჯელის გადავადების პირობებშიც, ან სამკურნალოდ პატიმრის გადაყვანის პირობებშიც, უზრუნველყოს მართლმსაჯულების აღსრულება. 

კამპანიურობა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობამ შეიძინა, აზიანებს საქართველოს.  ის აზიანებს საქართველოს იმის მიუხედავად, ვინ რას ვფიქრობთ სააკაშვილის მსჯავრთან დაკავშირებით. 

ამიტომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი კონკრეტული საქმის გამო ქვეყანა და მისი მომავლის პერსპექტივა არ დაზიანდეს. 

პატიმარი ციხეში არ უნდა მოგვიკვდეს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

ამ გადაწყვეტილებას არ იღებს არც მამუკა მდინარაძე და არც შალვა პაპუაშვილი. ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იღებს ბიძინა ივანიშვილი. 

დარწმუნებული ვარ, ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება - განაცხადა თინა ხიდაშელმა.