სააკაშვილის დედის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

23.12.22 12:16
სააკაშვილის დედის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოქალაქემ მაშინ მიაყენა, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

ინციდენტი გუშინ კლინიკა „ვივამედთან“ მოხდა.