ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

23.12.22 12:44
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად  კონკურსი გამოცხადდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და კომისია შეიქმნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

კანონის მიხედვით კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.