დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა - დეპუტატი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

23.12.22 13:34
დავით კირკიტაძემ  შიმშილობა შეწყვიტა - დეპუტატი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

დავით კირკიტაძემ  შიმშილობა შეწყვიტა. დეპუტატმა პროტეტის უკიდურეს ფორმაზე უარი  ექიმების რეკომენდაცის გამო თქვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ნიუ ჰოსპიტალში" ამბობენ, რომ პაციენტი  რამდენიმე დღის განმავლობაში კვლევებისთვის  მაღალი ტექნოლოგიების კლინიკაში დარჩება.

მისი მდგომარეობა საყურადღებოა, მას ჰქონდა კარდიოლოგიური ჩივილები გულის მხრივ. უტარდება გარკვეული კვლევები, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა უფრო ღრმა გამოკვლევები, მას მოუწევს რამდენიმე დღე მეთვალყურეობის ქვეშ ჰოსპიტალში დარჩენა, - განაცხადა „ნიუ-ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა.   

ცხრადღიანი შიმშილობის გამო  დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას მაღალი წნევები ჰქონდა.

რაც შეეხება პროტესტის დანარჩენ მონაწილეებს, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობას განაგრძობენ.