ფეხებს მოგამტვრევთ - ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური ოზურგეთის საკრებულოში (ვიდეო)

23.12.22 12:52
ფეხებს მოგამტვრევთ - ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური ოზურგეთის საკრებულოში (ვიდეო)

მოგამტვრევთ ფეხებს - ხმაური, ხელჩართული ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში.   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრები ერთამანეთს 40 წუთის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალი მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაისურებით გამოჩნდნენ და საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ. თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთი სიტყვაც არ ჰქონდათ ნათქვამი, როცა შენობაში ,,ქართული ოცნების" წევრები შეცვივდნენ.

საბოლოოდ ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ განზრახული აქვთ, საკრებულოს სხდომებს მანამდე არ დაესწრონ, სანამ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლისმ უფლებას არ მისცემს.