სააკაშვილის მდგომარეობით მსოფლიო შოკირებულია - რას წერენ გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები

23.12.22 13:18
სააკაშვილის მდგომარეობით მსოფლიო შოკირებულია - რას წერენ გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები

მსოფლიო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთ მდგომარებით შოკირებულია. ყველა ბეჭდური მედია თუ გავლენიანი ტელევიზია ახლა მესამე პრეზიდენტის შესახებ იუწყება. 

ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მიხეილ სააკაშვილი "ვივა-მედიდან" სასამართლო პროცესზე ჩაერთო.

"საკუთარი თავის აჩრდილი" - ასე მოიხსენიებენ გავლენიანი გამოცემები მიხეილ სააკაშვილს. 

გავლენიანი გამოცემა "პოლიტიკო" სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც პატიმარ პრეზიდენტს მისი ამერიკელი ადვოკატი ეუსაბრება. ინტერესების დამცველი სააკაშვილს ეკითხება, დარწმუნებულია თუ არა, რომ მოწამლეს, რაზეც ის პასუხობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".

-    გეშინიათ თქვენი სუაფრთხოების და სიცოცხლის გამო?
-    დიახ, რა თქმა უნდა.
-    გჯერათ, რომ მოგწამლეს?
-    არ ვიცი
-    გაქვს ეჭვები?
-    აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ ვიცი
-    გტკივათ?
-    მტკივა მკლავები და ფეხის კუნთები
-    ახლა თავს სუსტად გრძნობთ?
-    დიახ, საკმაოდ სუსტად და დაღლილი ვარ. აქ გადმოყვანის შემდეგ 22 კგ დავიკელი.
-    თვლი, რომ ხარ პოლიტიკური პატიმარი?
-    რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა, - პასუხობს პრეზიდენტი აუდიოჩანაწერში. 

 

სკანდალურ აუდიოჩანაწერებს CNN-იც ავრცელებს. აღნიშნულ ჩანაწერში მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის ეპიზოდზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბადრაგები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუდავდნენ და ათრიეს. მისი თქმით, ეს ეპიზოდი პენიტენციურმა სამსახურმა წაშალა.