"გჯერათ, რომ მოგწამლეს? ყველაფერი შესაძლებელია" - საერთაშორისო მედია სააკაშვილის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
გავლენიანი გამოცემა "პოლიტიკო" მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. პატიმარ პრეზიდენტს მისი ამერიკელი ადვოკატი ესაუბრება.
ინტერესების დამცველი სააკაშვილს ეკითხება, დარწმუნებულია თუ არა, რომ მოწამლეს, რაზეც ის პასუხობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".
ამასთან, მესამე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
- გეშინიათ თქვენი უსაფრთხოების და სიცოცხლის გამო?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- გჯერათ, რომ მოგწამლეს?
- არ ვიცი
- გაქვს ეჭვები?
- აქ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ არ ვიცი.
- გტკივათ?
- მტკივა მკლავები და ფეხის კუნთები
- ახლა თავს სუსტად გრძნობთ?
- დიახ, საკმაოდ სუსტად და დაღლილი ვარ. აქ გადმოყვანის შემდეგ 22 კგ დავიკელი.
- თვლი, რომ ხარ პოლიტიკური პატიმარი?
- რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა, - პასუხობს პრეზიდენტი აუდიოჩანაწერში.