სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა საკითხის არასწორად დაყენებაა - მიხეილ სარჯველაძე
სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა, თან ასე კონკრეტულად რომ არის ნათქვამი აშშ-ში, ან ევროპაში - ეს საკითხის არასწორად დაყენებაა - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ხელს მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები, ასევე რაღაც მიზეზის გამო ხელისუფლებაზე განაწყენებული პირები აწერენ.
ადამიანები, რომლებიც ხელს აწერენ, ორ დიდ ჯგუფად შეიძლება დაიყონ, ესენი არიან ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირები, ეს უდიდესი უმრავლესობაა და ასევე „ქართული ოცნების“ პერიოდში თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო არიან კონფლიქტში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.
უცხოეთში გაყვანა, თან ასე კონკრეტულად რომ არის ნათქვამი შეერთებული შტატებში, ან ევროპის ქვეყანაში - ეს რა საკვირველია, საკითხის არასწორად დაყენებაა, როდესაც ვხედავთ, მაგალითად კეზერაშვილის ხელმოწერას და ა.შ. ერთმა კატეგორია ადამიანებისა უნდა მიაქციოს ყურადღება. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.