სუბიექტურია - დეპუტატ მაჭარაშვილს CNN-ის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს
დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს CNN-ის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს.
"ოცნებიდან ფორმალურად წასულმა" დეპუტატმა საერთაშორისო დონის მედიასაშუალებას სუბიექტური უწოდა.
"დღეს უკვე CNN-ზესაჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ასეთი საერთაშორისო დონის მედიასაშუალებაც კი გახდა სუბიექტური და ერთი წუთიც კი არ არის დათმობილი საწინააღმდეგო პოზიციის გახმოვანებაზე.
როდესაც საუბარია ადამიანზე, რომლის მიმართაც ევროპის საერთაშორისო სასამართლსო აქვს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მან საქართველოში შექმნა დამნაშავე სისტემა. ევროსასამართლსო ეს გადაწყვეტილება CNN- მა ფაქტობრივად ქართულ სახელმწიფოს თავზე გადაახია და უთხრა, რომ ეს არაფერი არ არის. ბუნებრივია, რომ ასეთ სიმართლეს არავინ არ მიიღებს. ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ეს არის საჯარო აღიარება იმისა, რასაც ჩვენ "ხალხის ძალა" ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დილიდან მსოფლიო მედიაა სააკაშვილის მოწამვლასა და პუტინის კავშირზე ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟით გაიხსნა დღეს CNN-ის ეთერიც.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ტელევიზიამ სააკაშვილის აუდიოჩანაწერი გაუშვა ეთერში, სადაც ის მის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს.
ამერიკულმა ტელევიზიამ მაყურებელს სააკაშვილის ციხეში შეყვანის დროს გადაღებული და გუშინდელი ფოტოები უჩვენა, გაასაჯაროვაა ექსპერტიზის დასკვნააც და დასვა კითხვაა: "დგას თუ არა საააკშვილის მოწამვლის უკან ვლადიმერ პუტინი, რომელიც სააკაშვილის ნომერ პირველი მტერიაა."