სააკაშვილის და გვარამიას საქმეები აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება - ანა ფოტიგა

23.12.22 14:20
სააკაშვილის და გვარამიას საქმეები აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება - ანა ფოტიგა

სააკაშვილის და გვარამიას საქმეები აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება, - წერს ფოტიგა.