უკრაინასთან ომის დასრულებაში პუტინმა იგულისხმა ის მიზნები, რაც რუსეთმა საკუთარ თავს დაუყენა - პესკოვი

23.12.22 14:40
უკრაინასთან ომის დასრულებაში პუტინმა იგულისხმა ის მიზნები, რაც რუსეთმა საკუთარ თავს დაუყენა - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ომის დასრულების სურვილს შეეხებოდა, იგულისხმება არა მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან, არამედ ამ მიზნის მიღწევა - კრემლის პრეს სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, განმარტავს, რატომ წამოსცდა პუტინს დღეს ფრაზა- უკრაინასთან ომის დამთავრება. 

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება, თუმცა, აქ საქმე სხვა საკითხს შეეხება. 

პუტინმა იგულისხმა ომის უსწრაფესი დასრულება, ანუ ის მიზნები, რაც რუსეთმა საკუთარ თავს დაუყენა. - განაცხადა პესკოვმა. 

რუსეთი მიილტვის იმისკენ, რათა რაც შეიძლება, მალე დაასრულოს ომი უკრაინაში, თუმცა, სურს, თავიდან აირიდოს დიდი დანაკარგები - განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა .