ის, ვინც CNN-ს ინფორმაციას აწვდის, ან მსუყედ დაფინანსებული კამპანიის მსხვერპლი ან თაღლითია - ვოლსკი
ის, ვინც CNN-ს ინფორმაციას აწვდის, ამ მსუყედ დაფინანსებული კამპანიის მსხვერპლი ან თაღლითია, - ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსოფლიო მედიის აჟიოტაჟს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
გიორგი ვოლსკის თქმით, CNN-ის მსგავს მედიასაშუალებებს საზოგდოება შეცდომაში შეჰყავთ.
დღეს ვინც ამბობს ან ვინც აწვდის ინფორმაციას CNN-ს, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს მოწამლული, ეს ინფორმაციის მიმწოდებლები არიან მსუყედ დაფინანსებული კამპანიის ან მსხვერპლი ან თაღლითი. არამართო CNN, არამდედ ბევრი გამოცემა იგივეს აკეთებს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, - თქვა ვოლსკიმ.