ირაკლი კობახიძეს საკრებულოში "წვერგაპარსული ნაძირალა" უწოდეს

23.12.22 15:01
ირაკლი კობახიძეს საკრებულოში "წვერგაპარსული ნაძირალა" უწოდეს

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - დეპუტატებს შორის საქმის გარჩევა ლამის ხელჩართულ ჩხუმამდე მივიდა.  ოპოზიციამ "ქართული ოცნების" ლიდერშიფის  გუშინდელი განცხადებები გააპროტესტა. სიტუაცია დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიხეილ სააკაშვილის პლაკატი  გაშალეს და ირაკლი კობახიძეს წვერგაპარსული ნაძირალა უწოდეს.

სამარცხვინო იყო ის გამოხმაურებები, რმლებიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ირაკლი კობახიძის მხრიდან განსაკუთრებით, რომელიც აპელირებდა და ამბობდა, რომ თურმე 70 კგ-იანი ადამიანისიმულირებს და თითქოს წვერზე და მის გაპარსვაზა და გაუპარსაობაზე ამახვილებდა ყურადღებას ეს წვერგაპარუსლი ნაძიარალა ნამდვილად! - თქვა კუპრავამ. 

მმართველი გუნდის თავმჯდომარის მისამართით გასროლილი ფრაზის გამო ზვიად კუპრავას მიკროფონი ჩამოართვეს. მოგვიანებით კი საქმეში ოთარ  გრიგოლია ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი  კრიმინალია და სასჯელს ბოლომდ მოიხდის.

დარბაზში უკონტროლო ვითარება შეიქმნა. დეპუტატები ერთმანეთს ბრალს სამშობლოს ღალატსა და მკვლელობების სერიაში სდებდნენ.  

ამ დროისათვის საკრებულოში სიტუაცია უკვე განმუხტულია.