საგამოძიებო სამსახური სააკაშვილს თმის ღერიდან და ფრჩხილიდან ნიმუშების აღება სთავაზობს - წარმომადგენელი "ვივამედში მივიდა"
სპეციალური საგამოძებო სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მივიდა.
უწყება აპირებს, მიხეილ სააკაშვილს თმის ღერიდან და ფრჩხილიდან ნიმუშების აღება შესთავაზოს, იმისთის, რომ დადგიდეს, არის თუ არა მესამე პრეზიდენტი მოწამლული.
"როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება. ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მიხეილ სააკაშვილს ფრჩხილისა და თმის ღერიდან ნიმუშის აღება და კვლევის ჩატარება. მისი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ კვლევას ჩავატარებთ. სააკაშვილის ადვოკატები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან. დაველოდებით შალვა ხაჭაპურიძე და ერტად შევალთ", - თქვა ვასილ კაკაშვილმა.