მარგველაშვილის გამოცდა აქაც ჩაუბარებელია - მეოთხე პრეზიდენტი კვლავ "ოცნების" თავდასხმის ობიექტი გახდა
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გამოცდა აქაც ვერ ჩააბარა და რომ მის სიტყვას სერიოზულად არავინ აღიქვამს.
არის საკითხები, რაც რეალობის გარდა კიდევ მოარალურ სტანდარტებს ეხება და აქაც მარგველაშვილის გამოცდა ჩაუბარებელია. მის სიტყვას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. მას საზოგადეობა სერიოზულად არ აღიქვამს და ფაქტია, რომ ამავე სიაშია კეზერაშვილი, გაუგონარი სცენარით გამდიდრებული ადამიანი, ძირითადად ქართული ჯარის ხარჯზე",- თქვა ვოლსკიმ.
არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი, სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს უცხოეთში - 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ერთიანდება.
ერთობლივ განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა.