სვლა ვერ გაგრძელდება ევროპისკენ, თუ მესამე პრეზიდენტსაც მოვექცევით ისე, როგორც პირველ პრეზიდენტს - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკოს ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს ისე მოექცევა ხელისუფლება, როგორც ზვიად გამსახურდიას მოექცნენ 29 წლის წინ, მაშინს აქართველოსთვის ევროპის აკრი სამუდამოდ დაიხურება.
ჭიაბერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტისთვის წამებით სიკვდილი არავის მიუსჯია.
სააკაშვილისთის არავის მიუსჯია წამებით სიკვდილი და ის, რომ ის ახლა უმძიმეს მდგომარობაშია, ამას აღიარებს ყველა, ვინც არ არის გამსჭვალული ველური და ბარბაროსული შურისძიებით. ამიტომ, აქ პირველ რიგში საკითხი დგას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ვერანაირი სვლა ვერ გაგრძელდება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუ ჩვენი საზოგადოება დაუშვებს ამ უზარმაზარ შეცდომას და მესამე პრეზიდენტსაც მოვექცევით ისევ, როგორც 29 წლის წინ პირველ პრეზიდენტს“, - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა