ხალხის ძალა: CNN ნოდარ მელაძის დონეზე დაეცა

23.12.22 16:17
ხალხის ძალა:  CNN ნოდარ მელაძის დონეზე დაეცა

ბიძინა ივანიშივლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" ამერიკული ტელეკომპანია სი ენ ენის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებს - ამის შესახებ პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

"როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტელევიზია ნოდარ მელაძის დონემდე დადის, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება. წერს ხალხის ძალა განცხადებაში. 

აღნიშნული პოლიტკური ჯგუფი მსოფლიოს ნომერ პირველი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას აკრტიკებს და მას მიხეილ სააკაშივლის თემის ცალმხრივად გაშუქებაში ადანაშაულებს. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სპეცოპერაცია “ფრი მიშას” ავტორები ჩრდილში რჩებოდნენ, რადგან პირველ სპეცოპერაციასთან მათი კავშირის გაშიფვრის ეშინოდათ. თუმცა, როდესაც ლოკალური რესურსით მიზანს ვერ მიაღწიეს, თავის გაშიფვრასაც არ მოერიდნენ და საქმეში უკვე სრულმასშტაბიანი კოორდინაცია ჩართეს.
გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა cnn-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ. გადაცემაში საწინააღმდეგო აზრის გახმოვანება აზრადაც არ მოსვლიათ, რაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა. არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი და ვალერი გელაშვილის წამების შემკვეთი cnn-ზე, ნაცმოძრაობის ხელით წარმოებული ფეიკკამპანიის შესაბამისად, პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს. წერს ხალხის ძალა.