გახარია ივანიშილის არაფორმალურ მმართველაბაზე ალაპარაკდა
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშილის არაფორმალურ მმართველაბაზე ალაპარაკდა.
გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან იმისთვის წავიდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო.
"პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე, ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, მე წავედი პოლიტიკიდან, ის წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“ - თქვა გიორგი გახარიამ.