მოგეკითხებათ! - გახარია "ოცნებას"

23.12.22 16:36
მოგეკითხებათ! - გახარია "ოცნებას"

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ოცნებას" მიმართვას და პირდაპირ ამბობს, რომ მათ ძალიან მალე მოეკითხებათ.

გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ თითოეული პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება.

დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, მე გპირდებით ამას, რომ თითოეული ადამიანის, ვინც აქ იდგა, ვინ რას აკეთებდა,  ეს არსად არ გაქრება და თითოეულის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. იმიტომ, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. დღეს წყდება ბედი და უახლოეს ორ წელიწადში გადაწყდება ბედი იმ მიღწევევისა და შეცდომებისა, რაც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ დაუშვა", - ამბობს გახარია.