რამდენიმე საათიც არ დასჭირდა აშშ-ს საელჩოს, რომ მწვავე და ღია განცხადება გაეკეთებინა - ოპოზიცია

30.04.21 11:36
რამდენიმე საათიც არ დასჭირდა აშშ-ს საელჩოს, რომ მწვავე და ღია განცხადება გაეკეთებინა - ოპოზიცია

საბჭოთა კანონი, პოლიტიკური მართლმსაჯულების ახალი ტალღა და დემოკრატიის უკუსვლა, - ასე აფასებს ოპოზიცია იმ კანონს, რომელიც გუშინ პარლამენტში მიიღეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ ეს საფრთხეები დაინახა აშშ-ს საელჩომაც, როდესაც აღნშნულ კანონტან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. 

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ზვავი მოჰყვება.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საბჭოთა კანონში და ფაქტობრივად, დრაკონული სანქციები შემოიღო მშვიდობიანი დემონსტრანტების და პროტესტის წიონააღმდეგ. ეს სანქციები შეიძლება დაემუქროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მშვიდობიან პროტესტს მიიღებს მონაწილეობას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულების ახალი ტალღის დაანონსება და მწვანე შუქის  ანთება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომაც მოჰყვა ამას ასეთი სწრაფი, რამდენიმე საათიც არ დასჭირდა აშშ-ს საელჩოს, რომ ძალიან მწვავე და ღია განცხადება გაეკეთებინა. ეს იქნება პირველი, მაგრამ ამას მოჰყვება ზვავი კრიტიკის, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე თვლის, რომ ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებში ევროკავშირში ინტრეგრაცია არ შედის და ის რუსეთის გზას ადგას. 

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ საქართველოს ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურტებთან დაახლოება ინტეგრაცია, რომ ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამას ეხმაურება აშშ-ს საელჩოც და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, - ამბობს ჩიხლაძე.

ახალი კანონის მიხედვით წვრილი ხულიგნობისთვის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გაიზარდა. ცვლილებები ადმნისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს შეეხო.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და მასზე დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები