"არ მიგვაჩნია სწორად" - "ოცნებას" "გამჭვირვალობა საქართველოს" წინადადება არ მოსწონს
"ქართული ოცნება" მზად არ არის, ოპოზიციას საპარლამენტო თანამდებობეი გადაუნაწილოს. საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინადადებაზე, რომლის თანახმადაც პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ოპოზიციის წარმომადგენელი დაიკავებს.
პარლამენტის ვიცე სპიკერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ გარემოებას ქვეყნის საზიანოდ გამოიყენებენ.
5 კომიტეტის ხელმძღვანელობის გადაცემა ოპოზიციისთვის აღმოჩნდა, რომ არის ერთი სცენარის პატარა შემადგენელი ნაწილი. ამ კომიტეტების მეშვეობით პროპაგანდისტული და სხვა მეთოდების გამოყენება, რათა სიტუაცია დაძაბულიყო, შემდეგ ამას უნდა მოჰყოლოდა არჩევნების შემდეგ გაყალბება პარალელური დათვლების და წამოსულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არცევნები გაყალბდა. ამას უნდა მოჰყოლოდა სააკაშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე და შემდეგ ფიზიკური შეტევა ცეკოსზე. ასე არ მოხდა, ვინაიდან სწორი შეფასება გავაკეთეტე. ახლა იგივე გზაზე დაბრუნება გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, - თქვა გიორგი ვოლსკიმ.