ჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, ღამეს ათონელის რეზიდენციაში გავათევთ, მივაკითხავთ ივანიშვილსაც - გიორგი მუმლაძე
გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ - პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელის ქუჩაზე, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საპროტესტო აქციები იწყება.
პრეზიდენტის სასახლესთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
აქციის ორგანიზატორი, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, აცხადებს, რომ აპირებენ, ღამე ათონელის სასახლესთან გაათიოს და მიაკითხავენ ივანიშვილის რეზიდენციასაც.
ჩვენ ახლა ვიწყებთ მოქმედებას, სიმბოლურად ვაპირებთ ღამე გავათიოთ ზურაბიშვილის სასასახლესთან, მივაკითხავთ ივანიშვილსაც - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.