გაჭიანურება მძიმე შედეგით დასრულდება - ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ

23.12.22 19:32
გაჭიანურება მძიმე შედეგით დასრულდება - ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ

სასამართლო პროცესების გაჭიანურება გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 29 დეკემბერს პატიმარი პრეზიდენტი შესაძლოა იმ მდგომარეობაში იყოს, რომ ჩართვაც ვერ შეძლოს პალატიდან. 
გუშინდელი კადრების შემდეგ განგაშის სიგნალი ჩართო უკრაინამ.  ოფიციალურმა კიევმა დღეს სასწრაფოდ ,,ვივა მედში" კონსული მიავლინა, რათა პირადად ენახა, რა მდგომარეობაში იმყოფება მათი მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი. თბილისში უკრაინის სახალხო დამცველსაც ელოდებიან, თუმცა მისცემს თუ არა ხელისუფლება ომბუდსმენს სააკაშვილთან შესვლის    უფლებას, ჯერ უცნობია.

საგანგებო განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

უფრო ვრცლად იხილეთ