გახარიამ ივანიშვილზე იერიში ტვიტერზეც მიიტანა

23.12.22 19:50
გახარიამ ივანიშვილზე იერიში ტვიტერზეც მიიტანა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ექს პრემიერი გახარია პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილმა მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ გამოიყენებს ევროინტეგრაციის პროცესის რამდენიმე ათწლეულით დაჩქარების შესაძლებლობას, რომელიც მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად შეიქმნა, ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდან, მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული!- წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.