ფეხებს მოგამტვრევთ, წელში გაადაგტეხავთ -ხელჩართული ჩხუბი თბილისისა და ოზურგეთის საკრებულოებში
ფეხებს მოგამტვრევთ! წელში გადაგტეხავთ! - ამ შეძახილებით ოზურგეთის საკრებულო დღეს ბრძოლის ველად გადაიქცა. ეს იყო ქუჩური წესებით საქმეების გარჩევა ქალი დეპუტატების მონაწილეობით.
ყველაზე მეტად დღეს სწორედ მანდილოსნები აქტიურობდნენ. ერთ ოპოზიცონერს 5 ქალი ურტყამდა, რის შედეგადაც თათია ნიკოლაიშვილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. იყო მცდელობებიც, რომ ჩხუბის დროს გამოყენებული ყოფილიყო დეპუტატებისთვის განკუთვნილი ტრიბუნაც. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებიი სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით მივიდნენ.
ოზურგეთს არ ჩამორჩა თბილისის საკრებულოც, სადაც პროცესები სრულიად უკონტროლო იყო. დარბაზში საქმის გარჩევა ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.
,,ოცნების" დეპუტატების განაწყენება იმ ფაქტმა გამოიწვია, როცა ოპოზიციამ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ხმარდამჭერი პლაკატი გაშალა. თუმცა ბოლო წვეთი მმართველი პარტიის წევრებისთვის მათი ლიდერის მიმართ გამოთქმული შეფასებები აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძეს საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა ,,წვერგაპარსული ნაძირლა" უწოდეს.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი