შიმშილობის მე-9 დღე - დეპუტატების მდგომარეობა დამძიმდა
შიმშილობის მე-9 დღეს დეპუტატების მდგომარეობა დამძიმდა. ანი წითლიძეს და თემურ ჯანაშიას წონის სწრაფ კლებასთან ერთად არტერიული წნევის ცვალებადობა და მკვეთრად გამოხატული სისუსტე აღენიშნებათ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტში მედიკოსთა ბრიგადა გამოიძახეს მოშიმშილე დეპუტატების გამოსაკვლევად. მანამდე კი დავით კირკიტაძის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი.
ექიმების განცხადებით, დავით კირკიტაძის მდგომარეობა საყურადღებოა, ამიტომ რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.