,,დაუთმეთ საპარლამენტო თანამდებობები ოპოზიციას" - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა" ხელისუფლებას მიმართავს
დათმობს თუ არა ,,ქართული ოცნება" საპარლამენტო თანამდებობებს ოპოზიციისთვის? ძალაუფლების გადანაწილების ინიციატივით მმართველ გუნდს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა.
თუ ,,ოცნება" 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წევრებს დანიშნავს, ამით ოპოზიციის როლი საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ეს კი ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას უკავშირდება, პირიდაპირ თანხვედრაშია-ამბობენ სამოქალაქო სექტორის წევრები.