მისწერე წერილი პრეზიდენტს! ვისურვოთ უკეთესი საქართველო! - სოფო ჯაფარიძე

23.12.22 20:34
მისწერე წერილი პრეზიდენტს! ვისურვოთ უკეთესი საქართველო! - სოფო ჯაფარიძე

ახალი წლის დადგომასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე საზოგადოებას გაერთიანებისკენ და პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე პრეზიდენტსაც მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რათა ახალი  წელი ახალ საქართველოში მოვიდეს. 

ათ დღეზე ნაკლებია დარჩენილი ახალ წალმდე,  დღემდე,რომელსაც ოჯახებთან ერთად უნდა შევხვდეთ. ერთმანეთს განახლება, ჯანმრთელობა, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ბევრი და კარგი სიახლე უნდა ვუსურვოთ.
  ათ დღეზე ნაკლებია დარჩენილი დღემდე, როდესაც ერთი წამით მაინც ყველანი ვხდებით ბავშვები, ვიწყებთ სურვილების ჩაფიქრებას და გვჯერა, რომ აგვიხდება.
  2022 იყო ძალიან რთული წელი, რომელმაც ბევრ ადამიანში გამოიწვია ნიჰილიზმი, იმედგაცრუება....აფიქრებინა, რომ არაფერი გამოვა აქ, ამ ქვეყანაში, დაატოვებინა ქვეყანა - შეაწყვეტინა ქმედება.
   მაგრამ ახალ წელს უნდა შევხვდეთ ახალი იმედებით, მიზნებითა და გეგმებით. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ყოველივე ახალს საფუძველი ჩავუყაროთ და გავაკეთოთ ეს წელს.
   გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ახალი წელი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, წარსული დავტოვოთ წარსულში და ვიაროთ წინ, საქართველოს ევროპული მომავლისაკენ. 
 2023 უნდა იყოს წელი, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვიმსახურებთ ყოფნას. ევროპაში!!!!
   ახლი წელი არის დრო, როდესაც უნდა ჩავიფიქროთ სურვილები და ეს სურვილები უნდა ახდეს!
   ახალი წელი არის დრო, როდესაც სიკეთის, სიახლისა და ცვლილების ზეიმი უნდა იყოს!
   დიახ! უნდა ვიზეიმოთ, დიახ! უნდა გვიხაროდეს, დიახ! ერთმაენთი უნდა გვიყვარდეს და ერთად უნდა მივიწევდეთ წინ!
   ამისთვის კი წელს უნდა გავაკეთოთ ის,რაც შეგვიძლია, რისი ვალდებულებაც გვაქვს. დავივიწყოთ მტრობა და დავიწყოთ გაერთიანება - ყველამ ჩვენი საახალწლო სურვილი დავწეროთ, როგორი საქართველო გვინდა, სად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს შვილებთან ერთად.
   მე ვწერ წერილს პრეზიდენტს და ვთხოვ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იმისთვის რომ ახალი წელი უკეთეს საქართველოში მოვიდეს, იმისთვის,რომ გადავშალოთ ახალი ფურცელი და დავიწყოთ ახალი ცხოვრება, იმისთვის, რომ წარსული დარჩეს წარსულში და გქვონდეს ღირსეული მომავლის პერსპექტივა.  
არ შეიძლება ახალი წელი დავიწყოთ ადამიანის სიკვდილით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების წართმევით ან თუნდაც ამაზე მსჯელობით.
   მიწერე წერილი პრეზიდენტს, ვისურვოთ უკეთესი საქართველო.
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია
#ვაშენოთსიყვარულით, - წერს ჯაფარიძე.