აშშ-ს საელჩოს ინფორმაციული ნაკლებობა აქვს - ალუდა ღუდუშაური
აშშ-სა საელჩოს განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის გამო გააკრიტიკა, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ და არგუმენტების მოსმენის შემთხვევაში მათი შეშფოთება და წუხილი გაქარწყლდება.
აშშ-ს საელჩოს დამრჩა განცდა, რომ ინფორმაციული ნაკლებობა აქვს. ცხადია, რომ სიღმისეულეად როდესაც ჩავხედვათ თუ რაზეა საუბარი და მოვისმენთ არგუმენტებს და განმარტებით ბარათსაც ჩავხედავთ, ცხადად დავინახავთ ერთ ჭეშმარიტებას, რომ ყოველგვარი ის შეშფოთება და წუხილი იმ წუთას გაქარწყლდება, - განაცხადა ღუდუშაურმა.
აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთება და წუხილი გამოთქვა საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. დიპლომატიური უწყება წერს, მმართველმა პარტიამ მოლოდინი არ გაამართლა და ამ ცვლილებების მიზანი მათ გარკვეულ კითხვებს უჩენს.