მოშიმშილე თემურ ჯანაშიას მდგომარეობა დამძიმდა - "პირველების" ინფორმაციით, დეპუტატი ჰოსპიტალში გადაჰყავთ
შიმშილობის მრვე დღეს ენმ-ს წევრის, თემურ ჯანაშიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამ დროსთვის, მხოლოდ ანა წითლიძე შიმშილობს.
"პირველების" ინფორმაციით, ჯანაშია ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
ექიმების რჩევის მიუხედავად შიმშილობას განაგრძობს ანა წითლიძე. დავით კირკიტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დილით შეწყვიტა, ის კლინიკაში, ექიმბის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.