საგამოძიებო მოქმედებები "ვივამედში" - კაციტაძის უწყება სააკაშვვილის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას ცდილობს

24.12.22 10:59
საგამოძიებო მოქმედებები "ვივამედში" - კაციტაძის უწყება სააკაშვვილის ბიოლოგიური ნიმუშების აღებას ცდილობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი "ვივა-მედშია" - წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ ვასილ კაკაშვილი მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებას შეეცდება, რომ   ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე თანხმობა განაცხადოს. ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა კაციტაძის უწყება საკუთარ თანამშრომელს მესამე პრეზიდენტის პალატაში გზავნის. ზუსტი  ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭიროა თმის ღერისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებაა, ისე როგორც ეს ამერიკელემა ტოქსიკოლოგმა გააკეთა.

ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ექსპერტიზის ჩატარება, გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა თმის და ფრჩხილის ნიმუშებით ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა, მათ შეცვალეს მათივე მოთხოვნა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და უშუალოდ მისგან მოვისმინოთ აღნიშნულზე პოზიცია და თანხმობის შემთხვევაში, ჩავატარებთ შესაბამის მოქმედებებს. ჩვენი მიზანია, საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი, ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.