ჯანმოს მიერ "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხი ცნობილი 5 მაისამდე გახდება

30.04.21 12:01
ჯანმოს მიერ "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხი ცნობილი 5 მაისამდე გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური „სინოფარმის“ აღიარების საკითხი განიხილა. ვაქცინაციის სტრატეგიული განხილვის საბჭო შედგა, თუმცა მოიპივებს თუ არა აღნიშნული ვაქცინა ავტორიზაციას ცნობილი 3-დან 5 მაისამდე გახდება.

აპრილის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, აპრილის შუა რიცხვებში, მაგრამ აკლდათ შესაბამისი დოკუმენტაცია და როგორც ვიცი, ეს დოკუმენტაციაც მიწოდებულია და განხილვამ მეტნაკლებად კარგად ჩაიარა. აი, ვნახოთ, 3-დან 5 მაისამდე უკვე დადასტურებით იქნება ცნობილი, რომ ეს ვაქცინები ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე. 

ამ დროისათვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაში გამოიყენება. მწარმოებლის ინფორმაციით, მისი ეფექტურობა 79%-ია.

საქართველოში „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი.
 

მსგავსი სიახლეები