"თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება" - რუსი უფლებადამცველი
"თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება"- ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი "ტვიტერში" წერს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ მიწერილ წერილს აქვეყნებს.
"მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის გამოგზავნილი წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზის ძე”, - წერს ფეიგინი Twitter-ზე.
უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ წერილში, სააკაშვილი წერს, რომ "პუტინმა მართლა გასცა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება".