სააკაშვილი სამხარაულის ბიუროს უნდობლობად უცხადებს - ექსპერტიზა ისევ ჩაიშალა

24.12.22 12:33
სააკაშვილი სამხარაულის ბიუროს უნდობლობად უცხადებს - ექსპერტიზა ისევ ჩაიშალა

მიხეილ სააკაშვილმა ექდპერტიზის ჩატარებაზე დღესაც უარი თქვა - მესქამე პრეზიდენტი და მისი ფლებადამცველები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობიან, რადგან მათი ტქმით,  ეს უწყება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სამხარაულის ბიუროს არ აქვს შესაბამისი ლიცენზია. 

ცნობილია მესამე პრეზიდენტის პოზიციაც - მიხეილ სააკაშვილი კვლევას იმ შემთხევვაში დათანხმდება, თუ მასში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, კვლევის ნიმუშები დაილუქება და გადაიგზავნება უცხოეთში. 

"სამხარაულის ბიუროს უფროსს ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი, ნიშნავს და ათავისუფლებს და იგი წელიწადში ერთხელ ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პრემიერმინისტრს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმინისტრი პირად მტრობაში იმყოფება ბატონ სააკაშვილთან, ამიტომ ამ ორი დაწესებულების მიმართ  გაგვაჩნია უნდობლობა, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების ნებართვა სამხარაულს მოქმედი კანონმდებლობის და ლიცენზიების თანახმად არ გააჩნიათ. ჩვენ თანახმა ვართ, ჩატარდეს ექსპერტიზა, ოღონდ მოწვეული იქნენ უცხოური ავტორიტეტული, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის სათანადო საექსპერტო ბიურო, ჩაატარონ, აიღონ, თავად დალუქონ, წაიღონ, პასუხი გამოაგზავნონ და მეორე, ამ საექსპერტო კვლევაში მონაწილეობა მიიღონ ჩვენმა ექსპერტებმა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.