თავდასხმა ოპოზიციონერ ქალზე - ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გამოძიებას ითხოვს
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი, გუშინ, საკრებულოს სხდომაზე მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
ნიკოლაშვილმა უკვე მიმართა ოზურგეთის პოლიციას და იმ პირების დასჯა მოითხივა, რომლებმაც მას გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოს სხდომაზე, ნიკოლაშვილს ქართული ოცნების ქალი დეპუტატები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი მათგანი, ნინო ნადირაშვილი, რომელიც დეპუტატატობის პარალელურად, პედაგოგიცაა, ნიკოლაიშვილს ჯერ მუხლებში გადამტყვრევით დაემუქრა, შემდეგ კი ხელითაც შეეხო.
ნიკოლქიშვილმა დაზიანებებიც მიიღო.