"წვერგაუპარსაობა არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა გაუარესდა" - სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე
"ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის ისევ არ სჯერა, კადრების ხილვის მიუხედავად, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ისევ სიმულაციაზე საუბრობს.
დეპუტატის განცხადებით, ვერცერთი ისეთი დიაგნოზი ვერ მოისმინა, რომელიც საქართველოში ვერ იკურნება.
როდესაც პიროვნება ცუდად არის და სჭირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესება, ასეთ დროს, როგორც წესი, ითხოვენ მკურნალობას და არ ითხოვენ უცხოეთში გაშვებას. სპეციალისტები რასაც ამბობენ, მე ვერცერთი ისეთი დიაგნოზი ვერ მოვისმინე, რომელიც საქართველოში ვერ იკურნება"- თქვა სარჯველაძემ.
მეტიც, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ "წვერგაუპარსაობა არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა გაუარესდა":
რაზე შეამჩნიეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება?! გაუპარსაობაზე თუ თმის ვარცხნილობაზე? წვერგაუპარსაობა არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა გაუარესდა, მგონია, არ გესმით რასაც გელაპარაკებით"- მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტს.