"არა ომს" - უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები პუტინის აგრესიას აპროტესტებენ
აქცია თბილისის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები გვერდიგვერდ დგანან.
ყველა მათგანი პუტინის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლია. უკრაინელები, ომს გამოექცნენ, რუსები კი პუტინის რეჟიმს.
"არა ომს და არა პუტინის რეჟიმს" - ამბობენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები.