ვის ხელშია სააკაშვილის ბედი და რა აკავშირებს მას ფარცხალაძე-ღარიბაშვილთან
ვინ არის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს შეფი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის ახალი ექსპერტიზა დაუკვეთა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მამუკა ჯანგულაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა 2021 წლის 10 მარტს.
ის წლების განმავლობაში იყო ფინანსთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე.
სახელმწიფო ექსპერტიზის ყოფილი შეფი ლერი ბარნაბიშვილი კი პრემიერმა საკუთარ ადმინისტრაციაში წაიყვანა.
ორივეს მათგანს ახლო კავშირი აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ისინი პრემიერი ნდობით აღჭურვილი პირები არიან.
ასევე "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ მამუკა ჯანგულაშვილს ახლო კავშირი აქვს ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის შემნარჩუნებელთან და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარ ოთარ ფარცხალაძესთან.
ჯანგულაშვილი ფარცხალაძესთან კავშირს ადასტურებს.
ბაღში და სკოლაში დავდიოდით ერთად, ერთად ვსწავლობდით და ა.შ. ფარცხალაძის კადრი რომ ვართვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ? ჩვეულებრივად მოვხდი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში", - ამბობს ჯანგულაშვილი.
ახლა მთავარი კითხვაა, არის თუ არა განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ადამიანი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს შეფი, რომლის ჩართვასაც ახლა ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის საქმეში და რომელსაც შესაძლოა გადააწყვეტინონ მესამე პრეზიდენტის ბედი, მაშინ როდესაც აღნიშნული უწყების მიმართ ბევრი კითხვისნშანი არსებობდა და არსებობს დაცულობასა და სანდოობის თვალსაზრისით.