„გაეპარსა, დაებანა, თმები დაევარცხნა"- „ოცნება“ უკან სააკაშვილის შემზარავი კადრის შემდეგაც არ იხევს
ვის აწყობდა მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოწამვლა? ამ მძიმე ამბავს სახელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ტელევიზიამ დაარქვა. იყო თუ არ ეს პუტინის ინტერესი? - იკითხა CNN-მა და ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების რისხვაც დაიმსახურა.
მიუხედავად უმძიმესი კადრებისა და კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზისა, მმართველი პარტიის დეპუტატებს სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯერათ, ისინი პრობლემას მხოლოდ დაუვარცხნელ თმაში და გაუპარსავ წვერში ხედავენ.
"უფრო კარგი იქნებოდა წვერი გაეპარსა, დაებანა და თმები დაევარცხნა, უკეთესი იქნებოდა"- ასეთია მმართველი პარტიის რეაქცია.
"ჩვენმა პარალმენტარებმაც დაიკლეს 30 კილო, გადაიღეთ ისინიც"- უთხრა შაბათის ეთერს გოგი ჭიჭინაძე.
ვიდრე შურისძიების წყურვილით დაბრმავებული "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ "ვივა მედის" მეხუთე სართულზე მყოფი პაციენტი ჯანმრთელია და მხოლოდ სიმულიანტობით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სხვები კი საპირისპიროს ამტკიცებენ, დრო ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გადის. 55 წლის ასაკში, საქართველოს ახალი რეფორმატორი მესამე პრეზიდენტი უბრალოდ კვდება.
ვრცლად ნახეთ, ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში.