დელფინი, წითელი ზებრა, ანციტრუსები - მინისტრებმა კაბინეტები გიგანტურ აკვარიუმებად აქციეს

24.12.22 21:37
დელფინი, წითელი ზებრა, ანციტრუსები - მინისტრებმა კაბინეტები გიგანტურ აკვარიუმებად აქციეს

დელფინი, წითელი ზებრა, ანციტრუსები გომელაურის უწყებაში. „ნოდარ მელაძის“ შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა აკვარიუმებად აქციეს. 

გულუას 10 ნომერში დელფინმა ბინა 1 წლის წინ დაიდო.  დოკუმენტების თანახმად დელფინი ამ შენობაში ანციტრუსთან, წითელ ზებრასთან, ციხლითთან, თუთიყუშის ჯიშის თევზთან და ყვითელ თევზთნ ერთად ცხოვრობს. 

შსს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი ერთერთია, ვის კაბინეტშიც 400 ლიტრიანი აკვარიუმი დგას. ამავე შეობაშია კიდევ ერთი 500 ლიტრიანი აკვარიუმი, სადაც თუთიყუშის ჯიშის თევზები ბინადრობენ. 

დოკუმენტით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ყოველწლიურად ორი აკვარიუმის გაწმენდისთვის და იშვიათი ჯიშის თვეზების გამოკვებისთვის 6000 ლარს ხარჯავს.  მეტიც, სამინისტროში 9 კაციანი კომისია 18 თევზის მოვლა-პატრონობისთვის იკრიბება და მსჯელობს.

უფრო მდიდარი კოლექცია აქვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურში. გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ხალხის ფულიდან კაბინეტებში ეგზოტიკური გარემოს შესაქმნელად უფრო მეტს ხარჯავს. მაგალითად, იქ თევზების მომვლელის კონპეტენციაში შედის ყოველთვიურად აკვარიუმის შიდა დეკორაციების გადაადგილება, შესაფერისი დიზაინით. 

სუს-ში 3 აკვარიუმია. ოპერატიული პარაკებიც კი თევზების მოვლისა და გიგანტურ აკვარიუმებში დეკორაციების განახლების შესახებ იწერება. 

დეტალები იხილეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში.