ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და შემდეგ დავიწყებთ მოქმედებას - მარკ ფეიგინი

25.12.22 09:52
ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და შემდეგ დავიწყებთ მოქმედებას - მარკ ფეიგინი

მიხეილ სააკაშვილი სოცილაურ ქსელში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მარკ ფეიგინის პოსტს აქვეყნებს, სადაც ის  მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ მოქმედებებს აანონსებს. 

ფეიგინის თქმით, გეგმაში მონაწილეობას ყველა მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილის წერილის საფუძველზე, რომელიც გუშინ გადმომცეს, და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ ჯერ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ ვიწყებთ მოქმედებას. მაგრამ! ამ გეგმის განხორციელებაში აუცილებელი იქნება მონაწილეობა მიიღოს ყველამ, - წერს ფეიგინი.